Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება რთულია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ძალიან რთული მოლაპარაკება აქვს თავის ირანელ კოლეგა მოჰამად ჯავად ზარიფთან, ვენაში. ჩვენი რადიოს სპარსულენოვანი სამსახური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯონ კერი მზად არის, სათანადო დრო გამოყოს კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად და იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხზე პროგრესის მიღწევა. იტყობინებიან, რომ კერი 15 ივლისს ეგვიპტეში აპირებს გაფრენას, რათა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში დახმარება გასწიოს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრეს-მდივნის, მაიკლ მანის თქმით, მოლაპარაკებაზე კვლავ რჩება მხარეებს შორის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა შეთანხმების ტექსტის გარშემო. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ვენიდან გაემგზავრნენ ირანზე ზეწოლის შემდეგ, წავიდეს მთავარ დათმობებზე. რუსეთმა და ჩინეთმა ამ მოლაპარაკებაზე დაბალი რანგის დიპლომატები გააგზავნეს. ვენაში გრძელდება ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ასევე გერმანიას შორს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი, რომლის მონაწილეები საბოლოო შეთანხმების ტექსტზე მუშაობენ.

XS
SM
MD
LG