Accessibility links

logo-print

სირიის, მეამბოხეების ხელში მყოფ არეალებში გაერო ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია სირიის იმ არეალებში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების შესახებ, სადაც მეამბოხეები არიან გაბატონებული. დოკუმენტის მიხედვით, სურსათის, წყლის და მედიკამენტების მიწოდება სირიის მთავრობის ნებართვის გარეშე შეიძლება მოხდეს. დოკუმენტში გამოხატულია სერიოზული შეშფოთება სირიაში ჰუმანიტარული ვითარების გამო. გაეროს შეფასებით, დახმარება სჭირდება 11 მილიონამდე ადამიანს და მათი ნახევარი ძნელად მისადგომ არეალებშია.

XS
SM
MD
LG