Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე ისრაელსა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა


ეგვიპტემ წარმოადგინა წინადადება ისრაელსა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამიc თაობაზე როიტერსი იტყობინება ეგვიპტის სააგენტოს მენაზე დაყრდნობით. წინადადება, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს გრინვიჩის დროით დილის ექვს საათზე, გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას თავიდან, ამ დროიდან 12 საათით, შემდეგ კი 48 საათის განმავლობაში უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მხარეებს შორის კაიროში. გასული სამშაბათის შემდეგ ისრაელის საავიაციო თავდასხმების შედეგად 170 პალესტინელი დაიხოცა. ისრაელის მიმართულებით პალესტინელების ცეცხლს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არიან დაჭრილები.

XS
SM
MD
LG