Accessibility links

„პედიატრიკსი“: აიპადმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს


ნიკელი, რომელსაც პერსონალური კომპიუტერები, პლანშეტები, ნოუთბუქები და მობილური ტელეფონები შეიცავს, შესაძლოა იყოს მიზეზი ალერგიისა, რომელიც სხეულზე გამონაყარის სახით ჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ორშაბათს ამერიკულ სამედიცინო ჟურნალ „პედიატრიკსში“ (Pediatrics ) გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში აღწერილია თერთმეტი წლის პაციენტის შემთხვევა, რომელიც მკურნალობის კურსს სან-დიეგოს საავადმყოფოში გადის. როგორც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, საავადმყოფოს დერმატოლოგი შერონ ჯეიკობი წერს, ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვის სხეულზე კანის გაღიზიანება გამოწვეულია ნიკელით, რომელსაც აიპადის (iPad) პლანშეტი შეიცავს და რომელსაც პაციენტი ინტენსიურად გამოიყენებდა. ჯეიკობის სიტყვებით, მსგავსი ტიპის ალერგია არ უქმნის საფრთხეს პაციენტის სიცოცხლეს, მაგრამ შესაძლოა საქმე ინფექციამდე მივიდეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო ასოშიეტიდ პრესი იუწყება, რომ კომპანიებმა – "ეფლმა" (Apple) და "მაიკროსოფტმა" (Microsoft) თავი შეიკავეს ნიკელთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან.

XS
SM
MD
LG