Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი უსამძიმრებს ქოლერით გარდაცვლილთა ოჯახებს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ჩავიდა პორტ-ო-პრენსში, რათა გამოხატოს მწუხარება ქოლერისაგან დაღუპული 8 ათასი ადამიანის გამო. ის გარდაცვლილების ოჯახის წევრებს შეხვდა. ეპიდემიის აფეთქებას ჰაიტიზე უკავშირებენ გაეროს სამშვიდობო მისიის ბანაკში არსებულ საკანალიზაციო პრობლემას, რომელიც უკვე გახდა სამი სარჩელის მიზეზი ორგანიზაციის წინააღმდეგ. გასულ წელს, ბან კი მუნის პრესმდივანმა განაცხადა, რომ 1947 წლის კონვენცია გაეროს მსგავს სიტუაციებში ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. თავად გენერალური მდივანი ამჟამად აწარმოებს ქოლერასთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანიას.

XS
SM
MD
LG