Accessibility links

logo-print

აშშ: რუსეთი კვლავინდებურად მხარს უჭერს უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს


აშშ-ის განცხადებით, რუსეთი კვლავინდებურად მხარს უჭერს უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორშაბათს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, რუსეთი საქმით არ ამტკიცებს, რომ მართლაც მომხრეა უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა: „არ მოგვეპოვება არავითარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შეწყდა რუსეთის მიერ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერა. სინამდვილეში, ჩვენი მონაცემებით, რუსეთი აგრძელებს მათთვის მძიმე შეიარაღების, სამხედრო აღჭურვილობისა და ფინანსური რესურსების მიწოდებას. გარდა ამისა, რუსეთი ხელს უწყობს მებრძლების თავისუფალ გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიაზე“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში.

XS
SM
MD
LG