Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას ორი სამხედრო ემსხვერპლა


ტრიპოლიში ამბოხებულთა მიერ საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს ორი სამხედრო ემსხვერპლა. დაზიანდა რამდენიმე თვითმფრინავი. „ჭურვები მოხვდა თვითმფრინავებსა და ავტომობილებს და ასევე შენობას სადაც საბაჟო სამსახურია განთავსებული“, - განუცხადა "როიტერსს" ლიბიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა. კონკრეტულად რომელმა ამბოხებულთა დაჯგუფებამ გაუხსნა ცეცხლი აეროპორტს ჯერჯერობით უცნობია. ერთი დღით ადრე გაერომ განაცხადა, რომ ლიბიიდან გაჰყავს მთელი თავისი კონტინგენტი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სიტუაცია სულ უფრო და უფრო მწვავდება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნიდან ორგანიზაციის წარმომადგენლების გაყვანა ნაკარნახევია სხვადასხვა ლიბიურ დაჯგუფებას შორის მომხდარი შეტაკებების გახშირებითა და ტრიპოლიში, მთავარი საერთაშორისო აეროპორტის დახურვით.

XS
SM
MD
LG