<p>შეერთებული შტატები ყატარს მიჰყიდის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს „პატრიოტსა“ და საბრძლო ვერტმფრენებს „აპაჩს“, რომელთა საერთო ღორებულებაც 11 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აღნიშნულ შეთანხმებას ვაშინგტონში ორშაბათს მოაწერეს ხელი აშშ-ისა და ყატარის თავდაცვის მინისტრებმა. "როიტერსის" ინფორმაციით, ეს არის ამ წელს ყველაზე დიდი შეთანხმება იარაღის გაყიდვის თაობაზე, რომელიც აშშ-მა გააფორმა. ყატარი არის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სპარსეთის ყურის რეგიონში. ყატარის ტერიტორიაზეა განთავსებული აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო პუნქტი.</p>
ყველაზე პოპულარული
1