Accessibility links

თბილისი შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიშების გამო


საქართველოს მთავრობა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის მოქალაქეებს. საგანგებო განცხადებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამასთანავე, მწუხარებას გამოთქვამს ღაზის სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. თუმცა „საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი გარეშე საფრთხისგან და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება“, -აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG