Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 41 ადამიანი


ავღანეთში, სულ ცოტა, 41 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის მონაცემებით, დაშავდა 30 ადამიანი. ისინი საავადმყოფოებში მოათავსეს. აფეთქების შესახებ იუწყებიან ქაბულიდანაც. გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა მიკროავტობუსი, რომლითაც პრეზიდენტის სასახლეში მიდიოდა იქ დასაქმებული შვიდი პირი. მათგან დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG