Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარებმა წამოიწყეს იერიში ქალაქ თიქრითზე


ერაყის ჯარებმა წამოიწყეს იერიში ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თიქრითზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ეს არის ერაყის მთავრობის ჯარების მეორე თავდასხმითი ოპერაცია მას შემდეგ, რაც ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ივნისში დაიპყრეს რამდენიმე ქალაქი ჩრდილოეთ ერაყში. არმიის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ოპერაცია დაიწყო შეტევით თიქრითის ჩრდილოეთი და სამხრეთი მისადგომებიდან. სამხრეთში ჯარისკაცებმა წინ წაიწიეს, დაიპყრეს რამდენიმე შენობა, მათ შორის პოლიციის აკადემია და სალაჰედინის პროვინციის ადმინისტრაციის შტაბბინა. სამხედრო ოპერაციის ფონს ქმნის ერაყის პარლამენტის სხდომა, რომელზეც შეეცდებიან პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის არჩევას. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ერაყის ახალი მთავრობის შექმნის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG