Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ეყოლება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ფილიპ ჰამონდი დაასახელა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად. ამჟამად ჰამონდს თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია და ცნობილია ევროკავშირისადმი თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებით. ჰამონდი შეცვლის უილიამ ჰეიგს, რომელმაც გადადგომის შესახებ გამოაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელად ოთხი წელი მუშაობის შემდეგ. დევიდ კამერონი საკადრო ცვლილებებს ახორციელებს მომავალი წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე.

XS
SM
MD
LG