Accessibility links

გიორგი ალიბეგაშვილი: მერია და საკრებულო ჰარმონიულ ერთიანობაში იმუშავებს


თბილისის მერია და საკრებულო ჰარმონიულ ერთიანობაში იმუშავებს, რათა ჩვენი ქალაქი ყველასთვის სასურველ საცხოვრებელს დაემსგავსოს, - განცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. მისი შეფასებით, თბილისის მერად არჩეული დავით ნარმანიას სამოქმედო გეგმაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი. „თბილისის მოსახლეობა მოუთმენლად ელის ყველა საკითხის გადაწყვეტას, ამიტომ არ იარსებებს მცირე და დიდი პრობლემა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

XS
SM
MD
LG