Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში საზეიმო შეხვედრას უწყობენ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონებს


ბერლინის ცენტრში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ფეხბურთში გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრების, მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონების დასახვედრად. ეროვნული ნაკრების წევრები ღია ავტობუსით გაემგზავრნენ ბრანდენბურგის კარიბჭისაკენ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი, რომელმაც ბრაზილიიდან სამშობლოში ჩაიყვანა ეროვნული ნაკრები, 15 ივლისს, ადგილობრივი დროით 10 საათზე დაეშვა ბერლინის აეროპორტში. გერმანიის ნაკრებმა მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ბრაზილიაში ჩატარებული ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, 13 ივლისს, გერმანიის გუნდმა დამატებით დროში, ანგარიშით 1:0 დაამარცხა არგენტინის ნაკრები.

XS
SM
MD
LG