Accessibility links

logo-print

19-მდე გაიზარდა მოსკოვის მეტროში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ცნობების თანახმად, 19-მდე გაიზარდა მოსკოვის მეტროში ავარიის შედეგად დაღუპულების რიცხვი. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ცნობების თანახმად, მსხვერპლი მოჰყვა მეტროში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას დილით, პიკის საათის დროს. ინციდენტი მოხდა არბატსკო-პოკროვსკის ხაზზე, 200-მდე მეტრში მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარიდან“. მაშველებმა უკვე დაასრულეს გვირაბიდან მგზავრების ევაკუაცია. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს წარმომადგენლის, ვიქტორ ბირიუკოვის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ ძაბვის უეცარი შემცირების გამო ამოქმედდა სიგნალიზაცია, მატარებელმა მკვეთრად დაამუხრუჭა და ლიანდაგიდან გადავიდა რამდენიმე ვაგონი. რუსეთის მედიის ცნობით, დაზიანებულ ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება დაღუპულთა გვამები.

XS
SM
MD
LG