Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი დადებითად აფასებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დროს მიღწეულ წინსვლას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დადებითად აფასებს ვენაში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ წინსვლას, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ „ჯერ კიდევ რჩება სამუშაო“ ირანთან შეთანხმების 20 ივლისამდე მისაღწევად. კერიმ ეს შეფასებები გააკეთა ვენაში, მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნისა და ირანის წარმომადგენლების მოლაპარაკების შემდეგ. კერის თქმით, ორი მხარის პოზიციებში კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხედავს სწორ მიმართულებას და აღნიშნავს, რომ ორივე მხარე კეთილსინდისიერად მუშაობს. ჯონ კერის თქმით, მან ირანელ ოფიციალურ პირებთან საუბარში აღნიშნა, რომ მეტისმეტად ბევრია ირანის ხელთ არსებული 19 000 ბირთვული ცენტრიფუგა. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ ირანს კიდევ ათიათასობით ცენტრიფუგა სჭირდება.

XS
SM
MD
LG