Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 89 ადამიანი


ავღანეთში, სულ ცოტა, 89 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეტიდ პრესი" გენერალ მუჰამად ზაჰირ აზიმის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ ბაზარში მომხდარი ამ აფეთქების შედეგად დაიჭრა 42 ადამიანი და დაინგრა 20 მაღაზია. აზიმის ცნობით, სამხედრო ძალებმა ვერტმფერენები გააგზავნეს დაჭრილების შარანის საავადმყოფოში გადასაყვანად. შარანი პაქტიკის პროვინციის დედაქალაქია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. აფეთქების შესახებ იუწყებიან ქაბულიდანაც. გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა მიკროავტობუსი, რომლითაც პრეზიდენტის სასახლეში მიდიოდა იქ დასაქმებული შვიდი პირი. მათგან დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი. ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG