Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე აირჩია


ერაყის პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე აირჩია, რაც მიჩნეულია პირველ ნაბიჯად ახალი მთავრობის შექმნის მიმართულებით. სუნიტ დეპუტატ სალიმ ალ-ჯუბურის მიემხრო 328-ადგილიანი პარლამენტის 194 წევრი. არაოფიციალური შეთანხმებით, პარლამენტის თავმჯდომარე სუნიტი მუსლიმი უნდა იყოს, პრეზიდენტი - ქურთი, ხოლო პრემიერ-მინისტრი - შიიტი. ამასობაში, ერაყის მთავრობის ჯარებმა წამოიწყეს ოპერაცია ექსტრემისტების მიერ დაპყრობილ ქალაქ თიქრითის ასაღებად. თიქრითი ჩრდილოეთ ერაყში მდებარეობს. ეს არის ერაყის მთავრობის ჯარების მეორე თავდასხმითი ოპერაცია მას შემდეგ, რაც ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ივნისში დაიპყრეს რამდენიმე ქალაქი ჩრდილოეთ ერაყში. არმიის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ოპერაცია დაიწყო შეტევით თიქრითის ჩრდილოეთი და სამხრეთი მისადგომებიდან.

XS
SM
MD
LG