Accessibility links

logo-print

მოსკოვის მეტროში ავარიის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 21 ადამიანი


მოსკოვში, სულ ცოტა, 21 ადამიანი დაიღუპა მეტროში ავარიის შედეგად. დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი. ცნობების თანახმად, მსხვერპლი მოჰყვა მეტროში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას სამშბათს დილით, პიკის საათის დროს. ინციდენტი მოხდა არბატსკო-პოკროვსკის ხაზზე, 200-მდე მეტრში მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარიდან“. მაშველებმა მოახდინეს 200-მდე ადამიანის ევაკუაცია. ავარიის შესაძლო მიზეზებზე საუბრისას, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, ვლადიმირ მარკინმა განაცხადა: „ტერაქტის ვერსია გამორიცხულია, რადგან გარეგნული ნიშნებით - იმით, რაც ახლა ნახეს უშიშროების ფედერალური სამსახურისა და საგამოძიებო კომიტეტის ექსპერტებმა - არ ჩანს ტერაქტის არანაირი ნიშნები. ამიტომ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის ტექნოგენური კატასტროფა და მიზეზი შესაძლოა, რამდენიმე იყოს“. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს წარმომადგენლის, ვიქტორ ბირიუკოვის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ ძაბვის უეცარი შემცირების გამო ამოქმედდა სიგნალიზაცია, მატარებელმა მკვეთრად დაამუხრუჭა და ლიანდაგიდან გადავიდა რამდენიმე ვაგონი.

XS
SM
MD
LG