Accessibility links

logo-print

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს საჰაერო დარტყმაში


უკრაინა რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას საჰაერო დარტყმაზე, რომელმაც აღმოსავლეთ უკრაინაში შეიწირა, სულ ცოტა, 4 ადამიანი და დაჭრა კიდევ რამდენიმე. თავის მხრივ, რუსეთის მომხრე სეპარატისტები კიევს ადანაშაულებენ დაბომბვაში, რომელმაც ქალაქ სნიჟნეში 15 ივლისს საცხოვრებელი სახლი დაანგრია. მაგრამ უკრაინის არმიის ცნობით, მის თვითმფრინავებს არ უფრენიათ მას შემდეგ, რაც წინა დღეს იქნა ჩამოგდებული უკრაინის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულება, რომ რაკეტა, რომელმაც AN-26 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსეთის ტერიტორიიდან იყო გასროლილი. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მათ გადაარჩინეს ჩამოგდებული თვითმფრინავის ეკიპაჟის ოთხი წევრი, ხოლო ორი წევრი სეპარატისტების ხელშია. უცნობი რჩება ეკიპაჟის ორი წევრის ბედი. 16 ივლისს ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ უკრაინაში მოქმედების გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე.

XS
SM
MD
LG