Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორიდან ნასროლ ჭურვს პირველი ისრაელელი ემსხვერპლა


ისრაელელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა ღაზის სექტორიდან ნასროლი ჭურვის აფეთქებას. ეს პირველი ისრაელელია, რომელიც დაიღუპა პალესტინელებთან შეტაკებების ერთი კვირის განმავლობაში. ისრაელის არმიის ცნობით, 38 წლის ქალს ჯარისკაცებისთვის სურსათი მიჰქონდა ერეზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, როცა ნაღმსატყორცნის ჭურვი მოხვდა. მოკლე ხნით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 15 ივლისს ისრაელმა განაახლა ღაზაში საჰაერო იერიშები მას მერე, რაც პალესტინელმა მეამბოხეებმა განაგრძეს ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება. ბოლო ხანებში ღაზაში ვითარების გამწვავების შემდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა 190-ზე მეტი პალესტინელი და დაიჭრა 1400. პალესტინელმა მოიერიშეებმა ისრაელის მიმართულებით 1100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

XS
SM
MD
LG