Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი - ელექტროენერგია არ გაძვირდება


„ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი შეფასებით, ამ თემაზე მანამდე გაკეთდა უსაფუძვლო განცხადებები და დაიწყო მიზანმიმართული კამპანია.ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ თემაზე განცხადება "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა „მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა, თუმცა ტარიფებს, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა, არანაირი ზრდა არ ემუქრებაო.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG