Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მეტროში ავარიის 22 მსხვერპლს გლოვობენ


მოსკოვში გლოვობენ 22 ადამიანს, რომლებიც მეტროში 15 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაიხოცნენ. ქალაქში დაშვებულია დროშები, გასართობი ხასიათის თავყრილობები გაუქმდა. ეკლესიებში ავარიის გამო საგანგებო ღვთისმსახურებას ატარებენ. ეს ავარია იყო მოსკოვის მეტროს ისტორიაში ყველაზე სერიოზული. 129 ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა სერიოზულად. დახოცილთა შორის ექვსი უცხოელია. ინციდენტი მოხდა სამშაბათს დილით, როცა საათში 70 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ფიქრობენ, რომ ავარიის მიზეზი ტექნიკური ხასიათისაა. ტერაქტი გამოირიცხა. გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG