Accessibility links

logo-print

მოსკოვის მეტროში ავარიის გამო დააკავეს ორი პირი


მოსკოვის მეტროს ორი ოფიციალური წარმომადგენელი, სარკინიგზო სამსახურის ოსტატი ვალერი ბაშტაკოვი და მისი თანაშემწე, იური გორდოვი დააკავეს. გამოძიების ერთი ვერსიით, მათ დაუდევრობა დაუშვეს უსაფრთხოების სფეროში. ავარიას, რომელიც 15 ივლისს მოხდა, 23 ადამიანი ემსხვერპლა. ეს იყო მოსკოვის მეტროს ისტორიაში ყველაზე სერიოზული ავარია, რომლის შედეგად 129 ადამიანი დაშავდა, მათი უმეტესობა სერიოზულად.

XS
SM
MD
LG