Accessibility links

ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერების სახლებისთვის რაკეტების დაშენას


ისრაელის არმიის იერიშისას ღაზაზე, მოკლეს 65 წლის პალესტინელი ქალი და ათი წლის ბიჭუნა. არმია აგრძელებს თავდასხმებს ღაზის სექტორზე, მან რაკეტები დაუშინა ჰამასის გაერთიანების ექვსი ლიდერის საცხოვრებლებს. 16 ივლისს დაიბომბა 30 სხვადასხვა არეალი. ერთ-ერთი იერიშის დროის სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიის თანახმად, თავდასხმების მიზანია ისრაელის მიმართულებით ცეცხლის დაშენის შეჩერება. ღაზის სექტორისთვის ცეცხლის დაშენა უკვე მეცხრე დღეა გრძელდება. ისრაელმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორისთვის რაკეტების დაშენა განაახლა მას მერე, რაც ეგვიპტის ინიციატივით შეთავაზებული ზავი დაარღვია ჰამასმა და ცეცხლი განაახლა. თავდასხმების შედეგად დაიხოცა 200-ზე მეტი პალესტინელი და ერთი ისრაელი.

XS
SM
MD
LG