Accessibility links

logo-print

ზარიფსა და კერის შეთანხმების ვადაში მიღწევის იმედი აქვთ


ვენაში გრძელდება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება. არსებობს წინადადება, რომ საბოლოო დოკუმენტის მიღების ვადა გადაიწიოს 20 ივლისის შემდეგ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ზარიფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე არის წინსვლა, მაგრამ მეტი დროის ქონა დაგვეხმარებოდაო, თქვა მან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, გუშინ, „საგრძნობ წინსვლაზე“ ილაპარაკა, „რთული მოლაპარაკების“ შემდეგ, მაგრამ თქვა, რომ ჯერ კიდევ არის რეალური აზრთა სხვადასხვაობა ორ მხარეს შორის. ზარიფიცა და კერიც იმედოვნებენ, რომ 20 ივლისისთვის შეთანხმება შედგება.

XS
SM
MD
LG