Accessibility links

logo-print

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას


ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა გააკეთა პირველი განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას. "ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას", - ნათქვამია კიწმარიშვილის ოჯახის განცხადებაში. ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაიცვალა. ის თბილისში, თავის სახლთან ავტომანქანაში იპოვეს. კიწმარიშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა).

XS
SM
MD
LG