Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის რაკეტებმა ოთხი ბავშვი შეიწირა ღაზის სექტორში


პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის რაკეტებმა ოთხი პალესტინელი ბავშვი შეიწირა ზღვის ნაპირზე ქალაქ ღაზის მახლობლად. ამ ცნობის ფონს ქმნის ინტენსიური იერიშები, რომლებიც ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა 16 ივლისს მიიტანეს ღაზის სექტორზე, „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ. თავის მხრივ, „ჰამასის“ წევრებმა ათობით რაკეტა დაუშინეს ისრაელის ტერიტორიას. ძალადობის ესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ უარი თქვა ეგვიპტის მიერ შეთავაზებულ ზავზე, ცხრა დღის წინ დაწყებული ბრძოლის შესაჩერებლად. ისრაელი დათანხმდა წინადადებას, მაგრამ ისევ განაახლა საჰაერო დარტყმები მას შემდეგ, რაც პალესტინელმა ექსტრემისტებმა გააგრძელეს ღაზიდან რაკეტების სროლა. ძალადობის ბოლო ტალღამ 210-ზე მეტი პალესტინელი და ერთი ისრაელელი შეიწირა.

XS
SM
MD
LG