Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტზე მსჯელობენ უკრაინის კრიზისსა და ახალ ლიდერებზე


ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ უკრაინის კრიზისის გამო მორიგ სანქციებზე მოსალაპარაკებლად. სამიტის დაწყებამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა განაცხადა, რომ ლიდერები იმსჯელებენ მორიგ სანქციებზე, რადგან სჯერათ, რომ „უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთის წვლილი ჯერ არ არის სამკარისი“. ცნობების თანახმად, სამიტის მონაწილეებმა შესაძლოა, დაბლოკონ რუსეთში ახალი პროექტების დასაფინანსებულად განკუთნვილი საერთაშორისო კრედიტები. სამიტზე იმსჯელებენ აგრეთვე კანდიდატურებზე ევროკავშირის წამყვანი თანამდებობებისათვის. იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფედერიკა მოგერინი ითვლება ფავორიტად ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის პოსტზე, რომელზეც 2014 წლის დეკემბრამდე დარჩება კეტრინ ეშტონი. ხოლო დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიდი ფავორიტად არის მიჩნეული ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისათვის. ამჟამინდელ პრეზიდენტს, ბელგიელ ჰერმან ვან რუმპეს 30 ნოემბერს ამოეწურება შესაბამისი ვადა. ევროკავშირის სამიტი 16 ივლისს საღამოს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყო.

XS
SM
MD
LG