Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: რუსეთისგან ველი არა სიტყვებს, არამედ კონკრეტულ მოქმედებებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ახალი სანქციების ჩამონათვალი უკრაინაში პროვოკაციების გაგრძელების გათვალისწინებით დაამტკიცა. ობამას თქმით, ვაშინგტონს სურს, მოსკოვმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მან რუსეთს არაერთხელ ნათლად გააგებინა, რომ უნდა აღკვეთოს უკრაინაში შეიარაღებული პირების გადასვლა და იარაღის შეტანა, და სპერატისტებს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს. ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთისგან ელის არა სიტყვებს, არამედ კონკრეტულ მოქმედებებს, მოსკოვს კი უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის დღემდე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. „რუსეთმა უნდა გამართოს მოლაპარაკება საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით და დათანხმდეს საზღვარზე საერთაშორისო მეთვალყურეთა ყოფნას, რაც ცხადად გავაგებინე უშუალოდ ბატონ პუტინს“ - განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG