Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ მსახიობს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


აშშ-ის ტეხასის შტატის სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მსახიობ შენონ გეს რიჩარდსონს - რიცინის დამზადებისა და დაგზავნისთვის. ეს საწამლავი რიჩარდსონმა ფოსტით გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და ნიუ იორკის ყოფილ მერს, მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგს. 36 წლის მსახიობი პოლიციამ შარშან, ივნისში დააპატიმრა ქალაქ ნიუ ბოსტონში, საიდანაც საწამლავი გაიგზავნა. თავიდან რიჩარდსონი ამტკიცებდა, რომ რიცინი დაამზადა და შემდეგ ობამასა და ბლუმბერგს გაუგზავნა მისმა ყოფილმა ქმარმა; მაგრამ მოგვიანებით მან აღიარა დანაშაული. სასამართლოზე რიჩარდსონი აცხადებდა, რომ არავისთვის არ სურდა ზიანის მიყენება და დარწმუნებული იყო, რომ უშიშროების სამსახურები აუცილებლად აღმოაჩანდნენ და გააუვნებელყოფდნენ საწამლავიან კონვერტს. როგორც ვარაუდობენ, ობამასა და ბლუმბერგისთვის საწამლავის გაგზავნა უკავშირდება აშშ-ის ხელისუფლების განზრახვას, უფრო მკაცრი კონტროლი დააწესოს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე, რასაც რიჩარდსონი გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა.

XS
SM
MD
LG