Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა თავისი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს რუსეთს


უკრაინა თავისი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს რუსეთს. კიევში დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა გუშინ საღამოს რაკეტა ესროლა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავს. ლისენკოს თქმით, „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავის პილოტმა, რომელიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდა უკრაინის ტერიტორიაზე, კატაპულტირება შეძლო და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ არ გამოხმაურებია კიევის ბრალდებას. „ინტერფაქსის“ სააგენტო იუწყება, რომ უკრაინის თვითმფრინავი დონბასის ე.წ. „სახალხო ლაშქრის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG