Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებმა წარუმატებლად სცადეს ერაყის ქალაქ ამირლის აღება


ერაყელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა დახოცეს 15 ისლამისტი ექსტრემისტი ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ამირლიზე იერიშის მოგერიებისას. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება ოფიციალური პირის, თალიბ ალ-ბაიათისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა და სუნიტმა ექსტრემისტებმა 16 ივლისს ვერ შეძლეს ამირლის აღება და 15 მებრძოლი დაკარგეს. როგორც ერაყის უშიშროების ძალები აცხადებენ, მათ ასევე 16 ივლისს აღადგინეს კონტროლი ქალაქ ბაკუბის ზოგ რაიონზე. ბაკუბა არის აღმოსავლეთ ერაყში მდებარე დიალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ბაღდადიდან 20-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ტაჯიში თვითმკვლელი თავდამსხმელი მანქანით დაეჯახა ბლოკპოსტს და შვიდი ადამიანი დახოცა. ხოლო ბაღდადში ოთხი ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 12 დაიჭრა შიიტური მეჩეთის მახლობლად ბომბის აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG