Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, უკრაინაში ჩამოვარდა მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი


ცნობების თანახმად, მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა უკრაინაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად. საინფორმაციო სააგენტოები „ინტერფაქსი“ და „იტარ-ტასი“ იუწყებიან, რომ საქმე ეხება „ბოინგ 777“-ს, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა. დაუდასტურებელი ცნობებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. როგორც იუწყებიან, ავიალაინერი 17 ივლისს ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრიდან 60-მდე კილომეტრში.

XS
SM
MD
LG