Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბრალდებას უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. მანამდე უკრაინის ეროვნული თავდავისა და უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ SU-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი 16 ივლისს საღამოს ჩამოაგდეს, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალების შესრულებისას. ლისენკოს ინფორმაციით, თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება შეძლო და ის ევაკუირებულ იქნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის თქმით, ბრალდება, რომ უკრაინის თვითმფრინავი რუსეთის მხარემ ჩამოაგდო „აბსურდულია, ისევე როგორც რუსეთის სამხედრო ძალების მიმართ კიევის ლიდერების ყველა წინა ბრალდება“. უკრაინელი ოფიციალური პირები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ბრალად სდებენ, რომ უშუალოდ არიან ჩართული კონფლიქტში უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG