Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა გაამკაცრეს სანქციები უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების გამო. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ღრმა იმედგაცრუებით ისაუბრა ვაშინგტონის „კიდევ ერთი არაკონსტრუქციული გადაწყვეტილების გამო“. ორი ქვეყნის ლიდერები ასევე შეეხნენ მალაიზიის ავიახაზის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ირნესტმა დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა და მხოლოდ სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა. უკრაინის კრიზისის გამო ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესა მოსკოვს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები მიმართულია რუსეთის საფინანსო და ენერგეტიკული სექტორის, კერძოდ, „გაზპრომბანკის“ და „ვნეშეკონომბანკის“, აგრეთვე კომპანიების „როსნეფტისა“ და „ნოვატეკის“ წინააღმდეგ. აშშ-მა საფინანსო სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო მრეწველობის სექტორში მომუშავე კიდევ რვა კომპანიას. მათ შორისაა კონცერნი „კალაშნიკოვი“.

XS
SM
MD
LG