Accessibility links

ბარაკ ობამამ „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას აღმოსავლეთ უკრაინაში. „მსოფლიო თვალყურს ადევნებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ჩამოვარდნილი მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს. აშკარაა, რომ საშინელი ტრაგედია დატრიალდა.“ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება ადგენს, იყვნენ თუ არა თვითმფრინავში ამერიკის მოქალაქეები. ობამამ ეროვნული უსაფრთხოების აპარატს უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნა დაავალა და აღნიშნა, რომ ამერიკელი სპეციალისტები მზად არიან გაუწიონ ნებისმიერ დამხარება, რაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენას სჭირდება. აშშ-ის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. აშშ-ის „ლოცვა და ფიქრი“ თვითმფრინავში მყოფი მგზავრების ოთახებისკენაა მიპყრობილი, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG