Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსპორტის პროფკავშრი მოითხოვს მძღოლის გარდაცვალების ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას


საქართველოს ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია, ყვითელი ავტობუსის მძღოლის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამოძიებას მოითხოვს. "ბოლო დროს გახშირდა მძღოლებზე და კონტროლიორებზე ზეწოლის ფაქტები. ვგმობთ ასეთ ვანდალურ მოწოდებებს და მოვითხოვთ შესაბამისი სამსახურებიდან დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ვიტოვებთ იმედს, რომ, ყვითელი ავტობუსის, მძღოლის მკვლელი სამაგალითოდ დაისჯება. მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, გუშინ ყვითელი ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე მოხდა.

XS
SM
MD
LG