Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ხელისუფლება დახმარებას სთხოვს გაეროს


ლიბიის ხელისუფლება თხოვნით მიმართავს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, დაეხმაროს მათ ქვეყანაში წესრიგის დამყარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, ქვეყანა გადაიქცევა არასტაბილურობის კერად. ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ აბდელაზიზი აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ დახმარება პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებაში, რომლებიც შემდეგ დაიცავენ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორიცაა პორტები, აეროპორტები და ნავთობის საბადოები. როგორც "ბიბისის" კორესპონდენტი აღნიშნავს, ლიბიაში უკანასკნელ პერიოდში გახშირდა შეტაკებები ლიბიის უსაფრთხოების ძალებსა და სხვადასხვა დაჯგუფების ბოევიკებს შორის.

XS
SM
MD
LG