Accessibility links

logo-print

ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში


ისრაელმა დაიწყო სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში. განკარგულება ამის შესახებ ხუთშაბათს გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიემინ ნეთანიაჰუმ. სააგენტო "როიტერსი" თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელმა ცეცხლი გახსნა მძიმე არტილერიიდან, სამხედრო ხომალდებიდან და ვერტმფრენებიდან. ისრაელის თავდაცვის არმია აცხადებს, რომ 8 ივლისს დაწყებული ოპერაცია „დაცული საზღვრის“ მიზანია დაიცვას ისრაელელები და გაანადგუროს დაჯგუფება ჰამასის მებრძოლების ობიექტები. ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც დასრულდა ხუთსაათიანი „ჰუმანიტარული ზავი“ ისრაელსა და ჰამასს შორის, ისრაელის ტერიტორიას ჰამასმა კვლავ გაუხსნა ცეცხლი. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით უკვე გაშვებულია 1300 რაკეტა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელიდან განხორციელებული იერიშის შედეგად 240 პალესტინელია დაღუპული, დაშავებულია ასობით ადამიანი. გაეროს მონაცემებით, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

XS
SM
MD
LG