Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ბოინგის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ მალაიზის ბოინგის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. "უდავოდ, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ეს, პასუხს აგებს ამ საშინელ ტრაგედიაზე", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, ამ მიწაზე რომ მშვიდობა ყოფილიყო და აღმოსავლეთ უკრაინაში არ იყოს განახლებული საომარი მოქმედებები. რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, კატასტროფის ობიექტური სურათის დასადგენად ყველაფერი გააკეთონ. მისივე თქმით, უკვე გასცა განკარგულება, რომ რუსმა სამხედროებმა სათანადო დახმარება გაწიონ გამოძიებას.

XS
SM
MD
LG