Accessibility links

logo-print

ამერიკელი ექსპერტები: ბოინგი ჩამოაგდეს რაკეტით – "მიწა-ჰაერი"


ამერიკის საგამოძიებო საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ მალაიზიის ბოინგი ჩამოგდებულ იქნა რაკეტით – „მიწა-ჰაერი“. თუმცა ჯერჯერობით რთულია მტკიცება, თუ ვინ ჩამოაგდო ავიალაინერი, ამის შესახებ წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“. ის ეყრდნობა ამერიკელი სახელისუფლებო ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც გამოცემასთან საუბარში ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს. მისი სიტყვებით, სახელისუფლებო ანალიტიკოსები აკეთებენ ყველაფერს, რათა გაირკვეს თუ ვინ გაუშვა რაკეტა. ჩინოვნიკმა ამ პრობლემას „სადავო“ უწოდა. რამდენიმე ხნით ადრე ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ თვითმფრინავი, რომელიც 10 კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა შესაძლოა ჩამოგდებული იყოს მხოლოდ სარაკეტო კომპლექსით „ბუკ“-ი ან "ეს - 300"-ით. ასეთ სისტემებს რუსეთი და უკრაინა ფლობს.

XS
SM
MD
LG