Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: უნდა ჩატარდეს სწრაფი და სანდო საერთაშორისო გამოძიება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოდის მოწოდებით ჩატარდეს სწრაფი, სრული და სანდო საერთაშორისო გამოძიება "მალაიზია ეარლაინსის" ბოინგის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, რომელიც 17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. პრეზიდენტმა გუშინ ამის შესახებ სატელეფონო საუბრისას უთხრა ნიდერლანდის პრემიერ-მინსიტრ მარკ რიუტეს, იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური. ავიალაინერის ბორტზე ნიდერლანდის 150 მოქალაქე იმყოფებოდა. ხუთშაბათსვე ესაუბრა ტელეფონით ბარაკ ობამა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ ტუნ რაზაკს. საუბრისას ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აშშ გამოძიების პროცესში გაწევს ყველა საჭირო დახმარებას. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია მითითებული, ბარაკ ობამამ პოროშენკოსთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ავიაკატასტროფის ადგილას, უკრაინის ტერიტორიაზე, დარჩეს ყველა მტკიცებულება, სანამ ადგილზე საგამოძიებო პროცესს არ ჩაატარებენ საერთაშორისო ექსპერტები. „ბოინგ 777“-ში, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა დაუდასტურებელი ცნობებით იმყოფებოდა 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. როგორც იუწყებიან, ავიალაინერი 17 ივლისს ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრიდან 60-მდე კილომეტრში.

XS
SM
MD
LG