Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა მალაიზიის ჩამოგდებული თვითმფრინავის მეორე „შავ ყუთს“ მიაკვლიეს


სამაშველო სამსახურმა მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, უკრაინის აღმოსავლეთში, მიაკვლიეს მეორე „შავ ყუთს“, რომლის ინფორმაცია გამოძიებას დაეხმარება გაარკვიოს, რა მოხდა ფრენის ბოლო წუთებში. რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა, რომლებიც კატასტროფის არეალს აკონტროლებენ, 17 ივლისს მიაგნეს პირველ „შავ ყუთს“ და მოსკოვში გააგზავნეს. მათი თქმით, საერთაშორისო გამომძიებლებს, მისცემენ არეალის მონახულების შესაძლებლობას. მაშველებმა, პოლიციამ და მათთან ერთად სამუშაოებში ჩაბმულმა მაღაროელებმა, 18 ივლისს მეორე „შავ ყუთს“ მიაგნეს არეალში, სადაც ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზე მყოფი 298 პირი დაიღუპა. არის ცხადი, რა ბედი ეწია ყუთს შემდგომ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თქვა, რომ ჩამოვარდნის ადგილას მიკვლეული ნივთები არ უნდა გადაადგილდეს. უკრაინის მთავრობა რუსეთის მომხრე სეპარატისტებს სდებს ბრალად, რომ ჩამოაგდეს თვითმფრინავი. სეპარატისტები და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინას ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG