Accessibility links

logo-print

ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გააფართოებს


სულ მცირე,11 პალესტინელი და ერთი ისრაელი სამხედრო მოკლეს ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. ისრაელის თანახმად, ოპერაციის მიზანია, შეაჩეროს პალესტინელთა მხრიდან, რადიკალური გაერთიანების, ჰამასი მიერ, ისრაელის მიმართულებით რაკეტების დაშენა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ ისრაელის არმიას უბრძანა, მოემზადოს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გასაფართოებლად. ისრაელის არმიის ცნობით, ორი ისრაელი ჯარისკაცი დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ 17 ივლისს გასცა ბრძანება სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ. არმიის თქმით, მათი სამიზნეა გვირაბები, რომლებსაც ჰამასის მებრძოლები იყენებენ ისრაელში შესაღწევად და თავდასხმების განსახორციელებლად. ცნობით, მათი მიზანი არაა, ჩამოაგდონ ჰამასი, ღაზის სექტორის მმართველი ისლამური გაერთიანება. ჰამასმა ოპერაციას „უგუნური აქტი“ უწოდა, რომელსაც საშინელი შედეგები მოჰყვება. ისრაელმა 8 ივლისს დაიწყო ღაზის სექტორისთვის სარაკეტო ცეცხლის ინტენსიური დაშენა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მოუწოდა ისრაელს გააკეთოს ყველაფერი, რათა აირიდოს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ისრაელის პრემიერ ნეტანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სამხედროები ხმელეთზე მოქმედებისას უნდა იყვნენ ერთობ „ზუსტი“.

XS
SM
MD
LG