Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოლდავეთიდან ხილის იმპორტს კრძალავს


რუსეთმა გამოაცხადა, რომ მოლდავეთიდან ხილის იმპორტს კრძალავს, რადგან, როგორც კრემლი თვლის, მიწოდების საქმეში არაერთი დარღვევა მოხდა. როსსელხოზნადზორმა, რომელიც რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სფეროს უწევს მეთვალყურეობას, განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევა 21 ივლისს. მოლდავეთმა, უკრაინის და საქართველოს მსგავსად, გასულ თვეში ევროკავშირთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ეკონომიკურ ნაწილსაც შეიცავს. ამან განარისხა კრემლი, რომელიც ეკონომიკას საბჭოთა ყოფილ რესპუბლიკებზე ზეწოლის მიზნით იყენებს, რათა ხელი შეუშალოს მათ ევროკავშირში ინტეგრირებისას.

XS
SM
MD
LG