Accessibility links

logo-print

პარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება


ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა შედგა დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე სტუმარი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებას მხარი დაუჭირა 123-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ იყო. ენჭისყრის შემდეგ კანონმდებლებს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც სიხარული გამოხატა პარლამენტში ამ საკითხში ერთსულოვნების გამო.

XS
SM
MD
LG