Accessibility links

logo-print

სააპელაციო სასამართლომ ბერლუსკონი „რუბის“ საქმეში გაამართლა


იტალიის სააპელაციო სასამარლომ პარასკევს გაამართლა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და არასრულწლოვანი მეძავის მომსახურების გამოყენებაში. შარშან ბერლუსკონი სასამართლომ დამნაშავედ სცნო იმაში, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონდა 17 წლის მოცეკვავესთან, ზედმეტ სახელად „რუბისთან“. ყოფილ პრემიერს შვიდი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს სამუდამოდ. სააპელაციო სასამარლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საკასაციო სასამართლოში. 77 წლის ბერლუსკონი ახლა საზოგადოებრივ სასარგებლო სამუშაოს აკეთებს. ასაკის გამო მას თაღლითობისთვის მისჯილი პატიმრობა ამგვარი სამუშაოთი შეუცვალეს. ოთხწლიანი პატიმრობა მას 2013 წელს მიუსაჯეს გადასაახდების გადახდისთვის თავის არიდების გამო.

XS
SM
MD
LG