Accessibility links

logo-print

ობამა: გამოძიების ფედერალური ბიურო წარმოადგენს დასკვნას "ბოინგის" ავარიის ადგილიდან


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოვიდა მოწოდებით, გულმოდგინედ იქნეს გამოძიებული უკრაინის ცაში "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგის" კატასტროფა. უკრაინისადმი მიძღვნილ გამოსვლაში, ობამამ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ წარმოადგენს ყველა საჭირო ინფორმაციას გამოძიებისთვის, გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ჩათვლით. ამ უწყების წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ უკრაინაში. ობამამ აღნიშნა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოადგეს „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტით, დაიხოცა უდანაშაულო ხალხი. თუმცა, აღნიშნა ობამამ, ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ამოძრავებდათ მათ, ვინც რაკეტა გაუშვა. ობამამ იქვე გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის კონფლიქტის განმუხტვას.

XS
SM
MD
LG