Accessibility links

logo-print

ეუთოს არ მიეცა ავიაკატასტროფის ადგილზე თავისუფალი დაშვება


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ მიეცათ თავისუფალი დაშვება უკრაინის აღმოსავლეთში, მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერსს“ ეუთოს თავმჯდომარემ თომას გრემინგერმა აცნობა. მისივე თქმით, ეუთოს 17 დამკვირვებელი, რომლებიც დაახლოებით 75 წუთის მანძილზე იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ჩავარდნის ადგილზე, დონეცკში ბრუნდებიან. მოსალოდნელია, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე შაბათს ისევ დაბრუნდნენ.

XS
SM
MD
LG